23/12/2021
13:07
პოლიტიკა
როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შესახებ იყო საუბარი.
ასევე, დეგნანის თქმით, რეგიონული დაძაბულობის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა და საქართველომ ახლო კომუნიკაცია შეინარჩუნონ.
„მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ვაშინგტონში. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი. როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ და რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დეგნანმა.
0
0