29/12/2024
12:05
პოლიტიკა
მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, ჩვენ შევძლებთ ერთად მოვიშუშოთ ომის იარები და გავაგრძელოთ მრავალსაუკუნოვანი, ტრადიციებზე, ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე დაფუძნებული თანაცხოვრება - ერთიან და ძლიერ საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს განსაკუთრებით სტკივა ის ჭრილობა, რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მიაყენა და დააშორა აფხაზ და ოს და-ძმებს.
„თითოეულ ჩვენგანს განსაკუთრებით გვტკივა ის ჭრილობა რომელიც მავანთა მიერ თავსმოხვეულმა დაპირისპირებებმა მოგვაყენა და დაგვაშორა ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვისთან ერთადაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში თანავცხოვრობდით, ერთად ვქმნიდით საქართველოს ისტორიას, მხარდამხარ ვიცავდით ჩვენს სამშობლოს გარეშე მტრისგან, ვწერდით გამორჩეული მეგობრობისა და სიყვარულის ისტორიებს. ვქმნიდით ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ოჯახებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0