30/05/2023
11:11
მსოფლიო
განა გერმანულმა, ფრანგულმა და ინგლისურმა ჟურნალებმა არ გამოიყენეს გარეკანი ერდოღანის გასანადგურებლად? თქვენ ხედავდით, რა ბინძურ თამაშებს თამაშობდნენ, თუმცა ისინი დამარცხდნენ, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთისთვის ბოლო ათი წლის განმავლობაში დაგებული ყველა ხაფანგი, მის ზურგში დამიზნებული ყველა მახვილი, ყველა ფეხის დადება დღეს თავიდან აცილებულია.
„განა გერმანულმა, ფრანგულმა და ინგლისურმა ჟურნალებმა არ გამოიყენეს ყდები ერდოღანის გასანადგურებლად?! განა ისინი არ აფორმებდნენ ამ გარეკანებს?! თქვენ ხედავდით გაერთიანებებს, რომლებიც იქმნებოდა ჩვენს წინააღმდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში. თქვენ ხედავდით, ვინ ვისთან იყო. თქვენ ხედავდით, ვინ იდგა ჩვენ წინააღმდეგ ტერორისტული ორგანიზაციებიდან დევიანტურ მოძრაობებამდე. თქვენ ხედავდით, რა ბინძურ თამაშებს თამაშობდნენ. თუმცა, რა მოხდა?! ისინი დამარცხდნენ. იმიტომ, რომ ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რამდენად ძლიერია მისი სიბრძნე და წინდახედულობა. და სწორედ ამიტომ, ისინი, ვინც ცდილობენ, თურქი ერის სისუსტე იპოვოს, მაინც დამარცხდებიან. ამ ბოლო არჩევნებმა აჩვენა ჩვენი ერის ღირსეული პოზიცია. სანამ სიყვარულის ხიდი ჩვენსა და ჩვენს ერს შორის ასეთი ძლიერია, არ არსებობს ბრძოლა, რომელსაც ვერ გადავლახავთ, არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადავწყვეტთ, არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეგვიძლია“, - აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.
0
0