
ასტროლოგი რამაზ გიგაური 2023 წლის საქართველოს შესახებ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგნოზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორი იქნება საქქართველოსთვის 2023, რამაზ გიგაური წერს:
"როგორც წინა წლის პროგნოზში ვწერდით, საქართველოს უახლოეს წარსულში გადამწყვეტი 2020 წლის შემოდგომიდან - 2022 წლის შემოდგომამდე პერიოდი იქნებოდა (პიკი: 2021 წლის შემოდგომა). სწორედ ეს პერიოდი იყო გადამწყვეტი ორ პოლიტიკურ ძალას, უფრო სწორედ კი ორ პოლიტიკურ ლიდერს - მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდის პიკი 2021 წლის შემოდგომა ასტროლოგიური თვალსაზრისით გარკვეულწილად ჰგავს 1993 წლის შემოდგომას. ამ ორ პერიოდს შორის ზუსტად 28 წელია. ეს არის მზის 28 წლიანი ციკლი, როდესაც გარკვეული მოვლენები მეორდება, ცხადია, სხვა ფორმით, მაგრამ არსობრივად იგივე მნიშვნელობით.
საინტერესოა, რომ მზის ეს 28 წლიანი ციკლი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთმანეთს უკავშირებს ორ მოვლენას, რომელიც ერთი შეხედვით თითქმის არაფრით ჰგავს ერთმანეთს, თუმცა არსობრივად იდენტურია.
1993 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს პირველი (დევნილი) პრეზიდენტი ზვიდ გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში, რასაც მისი ფიზიკური ლიკვიდაცია მოჰყვა. ამ ამბიდან ზუსტად 28 წლის შემდეგ, 2021 წლის სექტემბრის ბოლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში. ის დააკავეს და მოცემულ პერიოდში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აქ არ იქნება სწორი, რომ გვერდი ავუაროთ პროგნოზს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის პირადი ჰოროსკოპის მიხედვით (ყოველი შემთხვევისთვის, იმ მონაცემებით, რომელიც გამაჩნია). აქ არსებობს ორი სცენარი.
1. 2023 წლის იანვრის მეორე ნახევრიდან - 2023 წლის მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით საერთაშორისო დონეზე ისე განვითარდეს მოვლენები, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას იძულებულს გახდის, სააკაშვილი გაათავისუფლონ, სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ ან მას რაიმე სხვა ტიპის შეღავათი დაუწესონ, რაც მის სიცოცხლეს გადაარჩენს და საერთო მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს. თუ მაისის პირველის ნახევრის ჩათვლით ის არ გათავისუფლდა, მაშინ:
2. 2023 წლის ზაფხულის მეორე ნახევრიდან (მაქსიმუმ, შემოდგომის დასაწყისიდან) მიხეილ სააკაშვილის ცხოვრებაში დაიწყება ორწლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში მოსალოდნელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მკვეთრად გაუარესდეს და მისთვის პატიმრობა ლეტალურად დასრულდეს.
რაც შეეხება საქართველოს ტრანზიტულ ჰოროსკოპს.
აქ შეიძლება ორი ეტაპი გამოვყოთ, რომელიც მთლიანობაში დაახლოებით 2-2,5 წელი, დაახლოებით 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება. აქედან განსაკუთრებულად რთული მეორე ეტაპი იქნება ( 2023 წლის აგვისტოდან - 2024 წლის შემოდგომამდე).
პირველი ეტაპი („შეთანხმება“):
2023 წლის იანვარი - 2023 წლის ივლისი
საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეულწილად რთული იქნება და შენარჩუნდება 2022 წლის ტენდენციები. თუმცა აუცილებლად დადგება გარკვეული მოლაპარაკებების საკითხი. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ამით იქნება გამორჩეული 2022 წლისგან. ეს მოლაპარაკებები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით (ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ძალებს შორის), ისე ქვეყნის გარეთ (საქართველოსა და ამერიკა-ევროკავშირს შორის).
არ არის გამორიცხული, გაჩნდეს დიალოგის გარკვეული ნიშნები საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთ-სამაჩაბლოს რეგიონებს შორის. 2023 წლის მაისამდე პერიოდი ცალსახად იქნება იმის შანსი, რომ ბევრი მიმართულებით დაძაბულობის ხარისხმა დაიკლოს და საპირისპირო პოლუსებს შორის საერთო გადაკვეთის წერტილები მოიძებნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ეტაპზე ეს ბევრად საშიშ ტენდენციებში გადავა.
მსუბუქად რომ ვთქვათ, მიუხედავად, ეკონომიკური არასახარბიელო მდგომარეობისა, 2023 წლის პირველ ნახევარში პოლიტიკური ბალანსის მიღწევის საკმაოდ მაღალი ალბათობა არსებობს.
მეორე ეტაპი („დაპირისპირება“, „ხიფათი“):
2023 წლის მაისი - 2024 წლის მაისი
ამ პერიოდში დაპირისპირებებულ მხარეებს შეთანხმებების, მშვიდობის ძიებისა და საერთო სიტუაციის დაბალანსების ალბათობა მაქსიმუმ, ივლისის ბოლომდე შენარჩუნდება. უკვე აგვისტოს დასაწყისიდან დაიწყება დაპირისპირებების ახალი ტალღა, რომელიც 1,5 წლის განმავლობაში შენარჩუნდება.
ეს განსაკუთრებულად გამოვლინდება 2023 წლის შემოდგომაზე და 2024 წლის გაზაფხულზე. ეს იქნება ფეთქებადსაშიში სიტუაცია და არ გამოირიცხება ეს დაპირისპირებამდე და სერიოზულ შეტაკებამდეც კი მივიდეს. თუ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა შეთანხმება ვერ მოხერხდა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასა და ოპოზიციას (ასევე მოკავშირე-პარტნიორებს შორის) ეს ყველაფერი კიდევ უფრო მტკივნეულად გამოვლინდება 2023 წლის ზაფხულის ბოლოდან 2024 წლის ბოლომდე", დაწერა რამაზ გიგაურმა.
0
0