-share.jpg)
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რამდენიმე ჟურნალისტისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე ამბობს, რომ არ შეიძლება რესპონდენტების დევნა.
მან ჟურნალისტებს მოუწოდა წაიკითხონ ის წესები, რომლებიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო.
"არაფერ შუაში არ არის კითხვის შინაარსი, საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება რესპონდენტების დევნა. თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუ, ეს ინტერვიუ უნდა შეწყდეს. მთავარი არის შემდეგი, რომ არ შეიძლება ადამიანის დევნა. მე ვხედავ, რომ არის ერთი პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ყველა ჟურნალისტს აგიხსენით ეს წესები, არის მათ შორის საჯარო, გამოყავით 2 წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ, უბრალოდ წაიკითხეთ", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია “ფორმულას”, “ტვ პირველისა” და “მთავარი არხის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებს.
0
0