19/11/2022
23:25
პოლიტიკა
„სანქციებზე საუბარი მუდმივად ისმის. ხან უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს, ხან EPP, ხან ევროპარლამენტში ემუქრებიან. გამოვიდნენ და კაცურად დააწესონ ეს სანქციები, პირდაპირ თქვან, საზოგადოებაც უფრო კარგად გაიგებს ამ შემთხვევაში, რას ითხოვენ ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილისგან“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა თავად განაცხადა, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს.
„ბიძინა ივანიშვილმა თავადაც განაცხადა, თავის წერილში, რომ მის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებს. მისგან ელიან რაღაცას და იმის გამო, რომ ამ რაღაცას არ აკეთებს, არ ბრუნდება მისი ნების წინააღმდეგ პოლიტიკაში, რაღაცის გასაკეთებლად, ამის გამო მიდის მასზე შანტაჟი არაფორმალური მეთოდებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი მთავარი ამოცანა არის შანტაჟი და ამიტომ ემუქრებიან მუდმივად ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, შანტაჟი ემსახურება მეორე ფრონტის გახსნას, რაც არ დამალეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
0
0