07/11/2022
20:23
პოლიტიკა
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 42 პროცენტის ინტერესებს არცერთი პარტია გამოხატავს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 24 პროცენტი პასუხობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც სრულად წარმოადგენს მის ინტერესებს.
ხოლო გამოკითხულთა 32 პროცენტი ამბობს, რომ არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მეტ-ნაკლებად მის ინტერესებს წარმოადგენს.
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0