25/04/2023
14:25
პოლიტიკა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.
კითხვაზე, გჯერათ, რომ საქართველოში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც გამოხატავს თქვენს ინტერესებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს;
25% - დიახ, სულ მცირე ერთი პარტია მაინც სრულად გამოხატავს ჩემს ინტერესებს;
29% - დიახ, სულ მცირე ერთი პარტია მაინც, მეტ-ნაკლებად გამოხატავს ჩემს ინტერესებს;
4% - ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ პასუხობს.
რაც შეეხება კითხვას, ენდობით თუ არა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა:
გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა;
39% - არ ენდობა;
13% - ენდობა;
2% - კითხვას არ პასუხობს ან უარს ამბობს პასუხზე.
კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024