03/05/2023
12:57
საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.
კვლევის კითხვაზე გყავთ თუ არა ოჯახის წევრი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ მუშაობს და რეგულარულად უგზავნის ფულს თქვენ ოჯახს? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა 👇
16% ამბობს, რომ ჰყავს საზღვარგარეთ ოჯახი წევრი, რომელიც რეგულარულად ეხმარება ფინანსურად, 84% ამბობს, რომ არ ჰყავს, ხოლო 1% ამბობს რომ არ იცის.
ამასთან, კვლევის კიდევ ერთ კითხვაზე რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა 👇
✔️ 15% - მოსალოდნელია
✔️ 82% - არ არის მოსალოდნელი
✔️ 3%- არ ვიცი
ცნობისთვის, NDI იკვლევს საზოგადოებრივ აზრს, რათა დაეხმაროს დაინტერესებულ მხარეებს, გაიგონ და გადაჭრან მოქალაქეებისთვის პრობლემატური საკითხები ზუსტ, მიუკერძოებელ და სტატისტიკურად სწორ მონაცემებზე დაყრდნობით.
კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე.
აღნიშნული ანგარიში 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
0
0