
უნგრელების 36% მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. ამასთან, უნგრული მედია Telex, კვლევით ცენტრ 21 Research Center-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორბანის მთავარ მოწინააღმდეგეს პიტერ მაგიარის პარტია „ტიზა“ გამარჯვების უნგრელების 38%-ს სჯერა.
როგორც გამოცემა წერს, რამდენიმე კვირის წინ პარტიებს შორის სხვაობა უფრო შესამჩნევი იყო და „ტიზა“ მეტი უპირატესობით (38-30) უსწრებდა „ფიდესს“.
ამასთან, 21 Research Center-ის კვლევის მიხედვით, „ტიზას“ ამომრჩევლების 86% დარწმუნებულია პარტიის გამარჯვებაში, ხოლო მხოლოდ 3% თვლის, რომ „ფიდესი“ გაიმარჯვებს.
„ფიდესის“ ამომრჩევლების 90% კი მიიჩნევს, რომ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებში კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს.
კვლევის თანახმად, საკმაოდ მაღალია იმ ადამიანების წილი, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, ან პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. მათი რიცხვი 26%-ს შეადგენს.
მედიის ცნობით, კვლევითმა ცენტრმა გამოკითხვა 2-დან 6 მარტის დასაწყისში ჩაატარა. როგორც ფიზიკური, ასევე სატელეფონო ზარების მეშვეობით სულ 1 200 ადამიანი გამოიკითხა. 21 Research Center-ის მტკიცებით, ცდომილების ზღვარი შესაძლოა +- 3%-ს შეადგენდეს.
საპარლამენტო არჩევნებში უნგრეთში 12 აპრილს ჩატარდება.
0
0