
გერმანელების 88% კანცლერ ფრიდრიხ მერცის მუშაობას უარყოფითად აფასებს, კმაყოფილია 11%. ინფორმაციას RTL/ntv Trendbarometer სოციოლოგიურ ინსტიტუტ forsa-ს მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით წერს. ფრიდრიხ მერცის საქმიანობით უკმაყოფილოა თავად „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) მხარდამჭერთა 60%, რაც მომხრეთა 39%-იან მხარდაჭერას აღემატება.
კითხვაზე, რომელი პარტიაა ყველაზე შესაფერისი გერმანიის პრობლემების მოსაგვარებლად, გამოკითხულთა უმრავლესობა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ასახელებს, მეორე ადგილს 10%-ით იკავებს “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, 8% მიიღეს „მწვანეებმა“, „მემარცხენეებს“ ასახელებს 6%, ხოლო 5% „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“. 57% კი კვლავაც თვლის, რომ გერმანიის პრობლემების მოგვარებისთვის შესაფერისი არცერთი პარტია არ არის.
ამასთან, ყველაზე მაღალი რეიტინგი, 26% ულტრამემარჯვენე პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აქვს. მეორე ადგილს მოქმედი კანცლერის პარტია “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) 21%-ით იკავებს. 16%-იანი მხარდაჭერა აქვთ „მწვანეებს“ (The Greens), შემდეგ 13%-ით მოდის „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD). „მემარცხენე პარტიას“ (Die Linke) კი 11% აქვს. გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა 25%-ს შეადგენს.
ცნობისთვის, კვლევა, რომელშიც 2 500 რესპონდენტი მონაწილეობდა, 2026 წლის 17-23 ნოემბერს ჩატარდა. ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია.
0
0