08/05/2023
23:14
სამართალი
ბოლნისში, სტადიონზე მომხდარ სასტიკ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე წარსულში ნასამართლევი პირია, რომელსაც მოკლულ დავით რეხვიაშვილთან წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი.
არსებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება სტადიონზე დაიწყო, რის შემდეგაც ბრალდებული სახლში წავიდა, იარაღი აიღო და დავით რეხვიაშვილს სასიკვდილო ჭრილობები თავში მიაყენა.
„სტადიონზე შელაპარაკება მოუვიდათ, წასულა მერე ის კაცი ვინც მოკლა, დამელოდე აქო, მოუტანია თოფი და დაახალა თავში. მეზობლები არიან, დაკავებული არ არის როგორც ვიცი, თურმე ის ეუბნებოდა ბავშვებს ნუ აშინებ სტადიონზე ნუ შედიხარო, ასე ამბობენ არ ვიცი", - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.
შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
0
0