-share.jpg)
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედის“ განცხადება გამიზნულია იმისთვის, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.
როგორც ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მესამე პრეზიდენტისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება.
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაცია არის დაგეგმილი და ხვალიდან ოჯახთან ერთად ეფექტურ მექანიზმს მიმართავენ.
„ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში, თავს ვიკავებდით რამე განცხადების გაკეთებისგან. დღეს, კლინიკა „ვივამედმა“ გაავრცელა განცხადება. დასკვნის გამოტანა ძალიან მარტივია - მიხეილ სააკაშვილის მიმართ კიდევ ერთი პროვოკაციაა დაგეგმილი. არ მგონია, რომ საზღვარგარეთ გადაყვანაზე იყოს საუბარი. ამის შესახებ მე და სააკაშვილის ოჯახის წევრებს გვეცოდინებოდა. ეცოდინებოდა, თავად სააკაშვილის. ახლახან ვესაუბრე ქალბატონ გიულის და მისთვის მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის. პირიქით, გამიზნულია, რომ სააკაშვილი ან ციხეში გადაიყვანონ, ან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, რაც სააკაშვილისთვის იქნება სასიკვდილო განაჩენის გამოტანა“,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
0
0