18/05/2023
15:03
პოლიტიკა
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მისასალმებელი იქნება, საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყანამ ქართველებს მისცეს შესაძლებლობა, ამერიკაში ვიზების გარეშე, ან გამარტივებული პროცესის გავლით ჩავიდნენ.
როგორც კახა კალაძე მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სტატისტიკის მიხედვით, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში აშშ-ს საელჩოში გაცემული ვიზების რაოდენობა მცირეა.
„მივესალმები, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს მოქალაქეების გადაადგილება უვიზოდ იყოს შესაძლებელი. შეიძლება, ეს დღეს რთულად გასაკეთებელი იყოს, მაგრამ გაცემული ვიზების რაოდენობის სტატისტიკა რომ ვნახოთ, საქართველო ამ მხრივ მეზობელ ქვეყნებს ძალიან ჩამორჩება. გამიხარდებოდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოუხსნას სავიზო რეჟიმი ან კიდევ უფრო გამარტივდეს ეს პროცესი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024