
როგორც ცნობილია, გასულ თვეში, ამერიკელი პოპ ვარსკვლავი მადონა ბაქტერიული ინფექციის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. 64 წლის მომღერალმა მსოფლიო ტურნე გადადო, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.
მადონა Instagram-ზე წერს, რომ მას „დასაფიქრებელი“ დრო ექნება იმაზე, თუ რამდენად იზრუნეს მასზე შვილებმა და მეგობრებმა ავადმყოფობის დროს.
"როდესაც ავად გავხდი, ჩემი შვილები ძალიან დამეხმარნენ. მე მათში ისეთი მხარე დავინახე, რომელიც აქამდე არასდროს შემიმჩნევია. ძალიან გამამხნევა ასევე ჩემი მეგობრების მიერ გამოხატულმა სიყვარულმა და მხარდაჭერამ. გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ... ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ამ ადამიანებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავდა ჩემზე და მომცეს საშუალება, რომ შევასრულო ჩემი საქმე", - წერს მადონა.
ვარსკვლავი თავისი მუსიკალური ჰიტებისადმი მიძღვნილ 40 წლის საიუბილეო ტურნეს ჩრდილოეთ ამერიკაში ხელახლა დაგეგმავს. მსოფლიო ტურნე კანადის ქალაქ ვანკუვერში 15 ივლისს უნდა დაწყებულიყო, ახალი კი - ევროპაში - ლონდონის O2 არენაზე - ოქტომბერში დაიწყება.
0
0