24/03/2023
15:15
პოლიტიკა
ევროპელი სოციალისტების დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 7-8 მარტის აქციებზე მოქმედებისთვის უმაღლესი შეფასება ეკუთვნის, კანონის უზენაესობის მხრივ კი ხელისუფლებას - ნული, რადგან მისივე თქმით, სამაგალითოდ უნდა დასჯილიყო ყველა.
ამასთან, ინჯია აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის განხილვა ქუთაისში რომ ყოფილიყო, მას მიიღებდნენ, რადგან იქ „დაზომბირებული“ სტუდენტები არ არიან.
„მარტო იმ დესტრუქციული ძალების ქმედებამ, რომელიც იყო 7-8 მარტს, რა განაპირობა, რა მივიღეთ ჩვენ იმ რიტორიკიდან, იმ ექსტრემალური სიტუაციიდან რაც იქ იყო? ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმში შევარდნაში 15-დან 18 წლამდე მისცეს, დასაჯეს და თქვენ, მართლაც რომ იმსახურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო უმაღლეს შეფასებას, მაგრამ მერე, კანონის უზენაესობიდან გამომდინარე, თქვენ ნოლი - რომ შემოვარდნენ, ხომ უნდა დასაჯოთ, ხომ უნდა დაისაჯოს ის, ხომ უნდა იყოს ეს მაგალითი? ეს ნაწილი გამოგრჩათ თქვენ. რეგიონებში ვიყავი ამ დღეებში, სრული მხარდაჭერა გაქვთ. აი ეს კანონპროექტი გამჭვირვალობაზე ქუთაისში რომ ყოფილიყო მისაღები, მიიღებდნენ მაგას, იმიტომ, რომ იქ არ იყვნენ იმ დაზომბირებული სტუდენტების პატრონები და ის სტუდენტები, რომლებიც აქ გამოვიდნენ“, - განაცხადა ინჯიამ პარლამენტის ტრიბუნიდან.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში ინტერპელაციის წესით დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს პასუხობს.
0
0