
რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნატოს წევრებიი თავად მოისურვებენ უკრაინის მიღებას ალიანსში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო UNIAN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„რუსები ძალიან ბევრს ყვიროდნენ, რომ ნატოს ებრძვიან და ა.შ. სინამდვილეში, ეს მითი მშიშარა ერს მოუყვნენ - როგორც ქუჩის ჩხუბის დროს, მათ ხომ უყვართ ასეთი ანალოგიები. როდესაც ქუჩის ჩხუბში ამბობ, რომ ყველაზე მაგარი ხარ და საბოლოო ჯამში, ვიღაც, უბრალოდ, შენ ადგილს მიგიჩენს, მერე იგონებ მიზეზს, რის გამო დამარცხდი“ , - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, თავად განცხადება ნატოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. მანვე დასძინა, რომ რუსეთი მუდმივად მაღლა წევს ფსონებს და ყველა მისკენ არის მიმართული. პრეზიდენტმა ზელენსკიმ კი, ზუსტად დაალაგა აქცენტები და ახლა უკრაინა აყალიბებს დღის წესრიგს ევროკავშირის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„ახლა უკრაინა ამისთვის მაქსიმალურ ფასს იხდის. უკრაინა აყალიბებს დღის წესრიგს ომის ტიპის თვალსაზრისით, რომელსაც რუსეთი აწარმოებს, მათ შორის ენერგეტიკულ ომს ევროპაში. ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ამას და არა ვიღაც რუსეთი - მართლაც ჩამორჩენილი, ღატაკი ქვეყანა. ასე რომ, ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენ მომავალს. მათ შორის, უსაფრთხოების კონტურების თვალსაზრისით და აქ ნატო მნიშვნელოვანია“ - განაცხადა პოდოლიაკმა.
მანვე მიუთითა, რომ ნატოში უკრაინის შესვლის შესახებ მოლაპარაკებებში იქნება სირთულეები ბიუროკრატიიდან და წევრი 20 ქვეყნიდან გამომდინარე.
„ძნელი იქნება მოლაპარაკებების წარმოება, რადგან მათ თავად სჭირდებათ გათავისუფლდნენ რუსეთზე წარმოდგენებისა და გადამეტებული ბიუროკრატიისგან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ აძლევს მათ საშუალებას ეფექტური გადაწყვეტილება მიიღონ, მათ შორის, ამ ომის მსვლელობის დროს. უარი უნდა თქვან ეროვნულ ეგოიზმზე, რომელიც ძალიან უშლის ხელს მართლაც სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილებები. პარადოქსი არა მხოლოდ იმაშია, თუ ვინ აწარმოებს ჩვენთან მოლაპარაკებებს ნატოში გაწევრიანების შესახებ, არამედ იმაშიც, რომ ქვეყნები, რომლებიც მეტნაკლებად რუსეთისკენ მოქცეული ქვეყნები, აძლიერებენ ევროპის ეკონომიკურ და და ენერგეტიკულ გეგმებს. შენც მალე იღებ გადაწყვეტილებას და ადვილად არის შესაძლებელი მძიმე პერიოდის გავლა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
ის მიიჩნევს, რომ ომი როგორც კი დასრულდება და მას კიევი მოიგებს, ნატოს ყველა ქვეყანა მოისურვებს, რომ უკრაინა ნატოს წევრი გახდეს, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააჩნია საგანგებო გამოცდილება ომის წარმოებისა და ისეთ ქვეყანასთან წინააღმდეგობის გაწევისა, როგორიც რუსეთია და უკრაინამ გატესტა დასავლეთის ყველა შეიარაღება.
0
0