14/09/2025
00:25

როგორც Charlie Kirk Exclusive წერს, არიზონას უნივერსიტეტში, არაკომერციული ორგანიზაცია Turning Point USA-ს ღონისძიებაზე კითხვა-პასუხის სესიის დროს, კონსერვატორმა კომენტატორმა ჩარლი კირკმა კოლეჯის ერთ-ერთ სტუდენტთან საუბრისას თავისი პიროვნული და თანამგრძნობი მხარე გამოავლინა.
პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების განხილვის ნაცვლად, სტუდენტმა გულახდილად ისაუბრა საკუთარი კონფლიქტური ოჯახიდან შესახებ, დეტალურად აღწერა ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე აღზრდის პერიოდი და კოლეჯში, მშობლების ყურადღებისა და თანადგომის გარეშე, გადატანილი გამოწვევები.
სტუდენტის დაუცველი მდგომარეობით შეძრულმა კირკმა შეწყვიტა ჩვეული პოლიტიკური ხუმრობა და მოსაუბრეს მოულოდნელი თანაგრძნობით უპასუხა.
„უბრალოდ, მინდა, რაღაც იცოდეთ. მარტო არ ხართ. ამ ოთახში ბევრი ადამიანი შესაძლოა არ ავლენს საკუთარ შინაგან მდგომარეობას, თუმცა, ისინი რეალურ ბრძოლებში იმყოფებიან. თქვენ წარმოუდგენლად გაბედული ხართ, რომ ამის შესახებ საჯაროდ საუბრობთ.“
კირკმა სტუდენტს სამოტივაციო და პრაქტიკული რჩევები მისცა და მოუწოდა, ყურადღება გაემახვილებინა იმ მენტორებისა და მეგობრებისგან შემდგარ ძლიერი საზოგადოების შექმნაზე, რომლებსაც შეუძლიათ სტაბილურობისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რაც შესაძლოა მას სახლში აკლდა.
კირკმა ასევე პირადი გამოცდილება გაიხსენა:
„Turning Point USA-ს დაარსებისკენ მიმავალი გზა არ იყო მარტივი. პირადი წარუმატებლობებისა და ეჭვების დაძლევა მიწევდა. ახლა, აი, რას ვაპირებ. ამ ღონისძიების შემდეგ, მობრძანდით ჩვენს გუნდთან სასაუბროდ. თქვენ იმსახურებთ მხარდაჭერას და ყურადღებას - ჩვენც აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ ყველაფრის პოვნაში, იქნება ეს ემოციური მხარდაჭერა, ქსელური კავშირები თუ თუნდაც სასკოლო ფინანსური დახმარება - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ. ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, კამათი კი არ არის, არამედ - ერთმანეთზე ზრუნვაა.“
მოგვიანებით, იმავე საღამოს, სტუდენტი, Turning Point-ის გუნდის წევრებს შეხვდა და, ადგილობრივი რესურსებისა და საზოგადოების მეშვეობით, მხარდაჭერის საფუძვლის შექმნა დაიწყო. სოციალურ მედიაში გავრცელებულ შემდგომ პოსტში, სტუდენტმა მადლობა გადაუხადა კირკს და ორგანიზაციას არა მხოლოდ მოსმენისთვის, არამედ მისი წინსვლისთვის გაწეული ძალისხმევებისთვის.
„არ მეგონა, რომ მომისმენდნენ, არათუ - დამეხმარებოდნენ. დღევანდელმა დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა“, - წერს სტუდენტი.
ღონისძიების ჩანაწერი სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. პოლიტიკურ წრეებში აღნიშნავნდნენ, რომ ცხარე დებატებისა და პოლარიზებული სათაურების მიღმა, პირადი ურთიერთობები და ადამიანური სიკეთე კვლავ მნიშვნელოვანია - განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
0
0