
4 ოქტომბერს მშვიდობიანად ვატარებთ რევოლუციას, დამხობას, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბურჭულაძის თქმით, სწორედ ამიტომ ასამართლებენ ლევან ხაბეიშვილს და 5 ოქტომბერს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის, ლევან ხაბეიშვილიც გათავისუფლდება.
„ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ის აბსოლუტურად აბსურდულად არის დაჭერილი და ემსახურება თავის ქვეყანას. მან ისეთი კარგი სიტყვა თქვა, დარბაზში დიდმა ტაშმა გაიჟღერა. მოსამართლე რომ უსმენდა ლევანს, მე მგონი, რცხვენოდა. პროკურორს საერთოდ თავი ჰქონდა ჩაწერული, ტელეფონიდან თავი ერთი წუთით არ ამოუღია. 4 ოქტომბერს ვხვდებით ჩვენ ერთმანეთს, მშვიდობიანად ვატარებთ რევოლუციას, დამხობას, მე ამ სიტყვებს არ ვერიდები. სწორედ ამაზე ასამართლებენ ახლა ლევანს და 5-ში დილით ყველა პოლიტპატიმარი გამოვა გარეთ, ლევანიც და ყველა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
0
0