18/08/2023
10:52
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ვედანტ პატელისგანცხადებით, შეერთებული შტატები და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინელების მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად.
„18 თვე ხდება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან. მახსენდება პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვები, რომელმაც აღნიშნა, რომ გამარჯვება უკრაინის ომში იქნება, როცა რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებს გაიყვანს“, - აცხადებს პატელი.
სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გაიმეორა, რომ აშშ და მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას იქამდე, სანამ საჭირო იქნება, რათა უკრაინამ შეძლოს დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან და მოლაპარაკების მაგიდასთან იყოს ყველაზე ძლიერ პოზიციაზე, როცა შესაფერისი დრო იქნება“.
ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობა
ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებით, უკრაინა შეიძლება გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.
მისი თქმით, ომის შემდეგ ალიანსის კონტექსტში უკრაინის სამომავლო სტატუსზე უკვე მიმდინარეობს დისკუსიები.
„მნიშვნელოვანია, ვიმსჯელოთ, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანება“, – განაცხადა იენსენმა.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024