
გაერთიანებული არაბთა საამიროები კანადაში პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელოვნური ინტელექტის, ენერგეტიკისა და სამთო-მომპოვებელი პროექტების განვითარებას გულისხმობს, 50 მილიარდამდე დოლარის ინვესტიციის დაბანდებას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, გაერთიანებული არაბთა საამიროები ცდილობს საკუთარი ინვესტიციები საზღვარგარეთ ენერგეტიკულ სფეროში გააფართოოს ახლახან შექმნილი კომპანიის XGS-ის მეშვეობით, რომელიც აბუ-დაბის ნავთობის კომპანიის ADNOC-ის დანაყოფია.
ოფიციალური აბუ-დაბი ცდილობს აგრეთვე დააბანდოს მნიშვნელოვანი თანხა ხელოვნური ინტელექტის დარგში და კანადაში ამერიკული ტექნოლოგიების დახმარებით მსოფლიოში მონაცემების გადამუშავების ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი ააშენოს.
Reuters-ის ინფორმაციით, ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი აბუ-დაბიში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის ვიზიტის დროს მოეწერა.
0
0