19/05/2023
08:25
მსოფლიო
დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას 162 მილიონი ფუნტი დაუჯდა, რაც დაახლოებით 200 მილიონი დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ხაზინა ავრცელებს.
ღონისძიებას, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ესწრებოდნენ, წინ უძღოდა 10-დღიანი ეროვნული გლოვა.
როგორც Associated Pres წერს, ვესტმინსტერის სააბატოს ასობით ათასი ადამიანი ეწვია, რომ იქ დასვენებული მონარქისთვის მიეგოთ პატივი.
„მთავრობის პრიორიტეტი იმაში მდგომარეობდა, რომ ეს ღონისძიება ხარვეზების გარეშე და ღირსეულ დონეზე ჩატარებულიყო და ამასთან, უზრუნველყოფილი ყოფილიყო ხალხის უსაფრთხოება“, - აღნიშნა ლორდთა პალატისადმი გაგზავნილ წერილში ხაზინის მთავარმა მდივანმა ჯონ გლენმა.
ინგლისის დედოფალი 2022 წლის სექტემბერში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სამეფო ტახტს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროის, 70 წლის განმავლობაში იკავებდა. ელიზაბედ მეორეს გარდაცვალების შემდეგ, ტახტი მისმა მემკვიდრემ ჩარლზ III-მ დაიკავა. მისი კორონაცია მიმდინარე წლის 6 მაისს შედგა.
0
0