
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციასა და უკრაინას შორის დიპლომატიური უთანხმოება 22 თებერვალს გამწვავდა, როდესაც აშშ-მა გაეროს რეზოლუციის გაუქმება მოითხოვა, რომელიც უკრაინამ ევროპის მხარდაჭერით მოამზადა ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით.
,,გაეროს უშიშროების საბჭოზე, შესაძლოა, კენჭი უყარონ აშშ-ის რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას ითხოვს. რეზოლუციას ერთადერთი თანასპონსორი ჰყავს - საქართველოს მთავრობა.
შეერთებული შტატების ნოტაში ალტერნატიული რეზოლუცია განსაზღვრულია, როგორც მომავალზე ორიენტირებული რეზოლუცია და ორიენტირებულია ერთ მარტივ იდეაზე: ომის დასრულება. ამ რეზოლუციის მეშვეობით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ შექმნან რეალური იმპულსი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, რომლის შენარჩუნებაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი მიზანია. აშშ მოუწოდებს ქვეყნებს, რომ ორშაბათის შეხვედრაზე არ დაუჭირონ მხარი არცერთ სხვა რეზოლუციას ან ცვლილებებს.
აშშ-ის რეზოლუციის პროექტში, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, ნათქვამია, რომ ის ითხოვს კონფლიქტის სწრაფ დასრულებას და გლოვობს ადამიანთა ტრაგიკულ დაღუპვას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. ამასთან, აშშ უკრაინისგან მოითხოვს, გაიწვიოს რეზოლუციის ალტერნატიული პროექტი, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს ადანაშაულებს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, ომის დაწყების შემდეგ, არაერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ-ის რეზოლუციის პროექტში არ არის მითითებული, თუ ვინ დაიწყო ომი და არ მოიცავს კონკრეტულ მოთხოვნებს კრემლის მიმართ,’’ - წერს The Wall Street Journal-ი.
დიპლომატების თქმით, უშიშროების 15 წევრისგან შემდგარი საბჭო აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ორშაბათს, მოგვიანებით, უყრის კენჭს. რეზოლუციის პროექტს, მინიმუმ, ცხრა ხმა დასჭირდება.
0
0