
პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის წინ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, პროტესტის მონაწილეები დაფინანსებული ჯგუფები არიან და პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული.
„ეს ადამიანები, ძირითადად ახალგაზრდები, გარე გავლენის ქვეშ მყოფი, მოტყუებული მოქალაქეები არიან. ჩვენ ფაქტებს ვეყრდნობით. ყველაფერი ფაქტებს ეფუძნება. პროტესტის უკან დგას ძალა, რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს „ქართული ოცნების“ მთავრობასა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მჭიდრო ურთიერთობების მიმართ. პროცესები ხელოვნურად არის ორგანიზებული და მიზანმიმართული გავლენის შედეგია. მათი არცერთი ქმედება არ არის მიმართული მოქალაქეების კეთილდღეობისკენ. ისინი ძირითადად საზღვარგარეთიდან ჩამოსული, დაფინანსებული ჯგუფები არიან თავიანთი ხელმძღვანელი ფიგურებით“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
0
0