გაეროს ინფორმაციით, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს 9 თანამშრომელმა შესაძლოა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში მიიღო მონაწილეობა.
„გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურმა პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცხრამეტი თანამშრომლის „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობის შესახებ გამოძიება დაასრულა და აღნიშნულ 9 თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ჩვენთვის, თავდასხმებში ნებისმიერი ფორმით მონაწილეობა ღალატს წარმოადგენს იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც ჩვენ პალესტინელი ხალხის სასარგებლოდ უნდა ვასრულებდეთ“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენლის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა.
როგორც გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტომ მარტში განაცხადა, მისმა ზოგიერთმა თანამშრომელმა აღიარა, რომ პატიმრობაში ყოფნისას ისრაელის ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახდენდა, რათა ცრუ განცხადებები გაეკეთებინათ. ისრაელის მიერ წაყენებული ბრალდებების გამო, ქვეყნების უმეტესობამ, მათ შორის გაერთიანებულმა სამეფომ, გაეროს სააგენტოს დაფინანსება გააუქმა.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტო პალესტინელ ლტოლვილებს ჰუმანიტრული დახმარებით 1949 წლიდან უზრუნველყოფს.
0
0