
ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება და მოლაპარაკებების რეალისტურ პირობებს არ დათანხმდება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ, - ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ უკრაინის საკითხზე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ზელენსკის მისი აბსურდული „პირობები“ ვერ დაეხმარება, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ის რეალობას დიდი ხნის წინ დაშორდა. აშშ-ის წინადადებებზე საპასუხოდ თავისი პირობების წამოყენებით, ის აშშ-ის ძალისხმევას აბათილებს“, - განაცხადა ნებენზიამ.
მისი თქმით, უკრაინისთვის „მოლაპარაკებების პირობები ყოველდღე უარესდება“.
„ის [ზელენსკი] დიდი ხნის წინ გააფრთხილეს. მშვიდობიანი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ყველა საზარელ თავდასხმას მკაცრი პასუხი მოჰყვება“, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.
0
0