22/02/2022
12:31
პოლიტიკა
მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება არღვევს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპს.
„რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ ის აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს, უკრაინის სუვერენულ ტერიტორიას, რაიონს, რომელსაც რუსეთის მარიონეტები 2014 წლიდან აკონტროლებენ. მას შემდეგ, მან გამოაცხადა, რომ ამ რეგიონებში რუსულ სამხედრო დანაყოფებს განათავსებს. ის მათ მშვიდობისმყოფელებს უწოდებს. ეს სისულელეა. ჩვენ ვიცით, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს ძალები. ჩვენ არ უნდა მოვარიდოთ თვალი სიმართლეს. ისტორია გვასწავლის, რომ ასეთი მტრული ნაბიჯის წინაშე სხვაგან ყურება ბევრად ძვირი დაგვიჯდება. რუსეთის ქმედება არღვევს საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპს. მეტიც, პუტინის ამ ნაბიჯით ცხადია, რომ რუსეთი ცდილობს, უკრაინაში მორიგი ინტერვენციისთვის საბაბი შექმნას. ამ ქმედების შედეგები საგრძნობი იქნება ძალიან შორს, უკრაინის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა აშშ-ში გაერო-ს ელჩმა.
0
0