გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ისრაელელი სამხედროები დამნაშავეთა გლობალურ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ გაერო-ს პრესსპიკერმა განაცხადა.
სტეფან დუჟარიკის თქმით, ამის მიზეზი სამხედროების მიერ ბავშვების მიმართ ჩადენილი დარღვევებია. სიაში ასევე ჩაამატეს „ჰამასი“ და პალესტინის ისლამური ჯიჰადი.
გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გაერო-ში ისრაელის ელჩი გილად ერდანი, რომელმაც სოციალურ ქსელში სატელეფომო საუბრის ვიდეო გამოაქვეყნა. მან გაერო-ს ეს ქმედება ისრაელის მიმართ სიძულვილით შეაფასა. ერდანის თქმით, ისრაელს ყველაზე მორალური არმია ჰყავს მსოფლიოში. გაერო-ს ეს ქმედება, კი სტიმულს აძლევს ტერორიზმს.
თავის მხრივ, ერდანის მიერ სატელეფონო საუბრის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა დუჟარიკი. დუჟარიკის განცხადებით ისრაელის წარმომადგენლის ეს ქმედება გამაოგნებელი და მიუღებელია.
„ეს არის ის,რაც მე არასდროს მინახავს ამ ორგანიზაციაში ჩემი 24-წლიანი მუშაობის განმავლობაში“, – აღნიშნა დუჟარიკმა.
0
0