30/08/2023
10:38
მსოფლიო
გაბონში სამხედროებმა პუტჩი მოაწყვეს და ძალაუფლების საკუთარ ხელში აღების შესახებ გამოაცხადეს. Reuters-ის ცნობით, მას შემდეგ რაც ქვეყნის საარჩევნო კომისიამ მოქმედი პრეზიდენტი ალი ბონგო ონდიმბა მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტად გამოაცხადა, სამხედროები ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში შეიჭრნენ.
მაღალი რანგის ოფიცრების ჯგუფმა, რომლებიც, მათივე თქმით, ქვეყნის ყველა ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენენ, ტელეკომპანია Gabon 24-ის ეთერში განაცხადა, რომ არ ეთანხმება არჩევნების შედეგებს და მათ ბათილად აცხადებს. სამხედროების თქმით, ქვეყნის საზღვრები დაიკეტება, ხელისუფლების ყველა ინსტიტუტი კი მუშაობას წყვეტს.
„გაბონელი ხალხის სახელით, გადავწყვიტეთ, დავიცვათ მსოფლიო და ბოლო მოვუღოთ მოქმედ რეჟიმს“, - აცხადებენ სამხედროები.
გაბონის პრეზიდენტსა და მთავრობას სამხედროების ეს განცხადება ჯერ არ შეუფასებიათ. ქვეყნის დედაქალაქის, ლიბრევილის ქუჩებში სროლის ხმა ისმის.
0
0