25/06/2023
14:11
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ბოლო სხდომაზე, მკაცრად გააკრიტიკა უკრაინის დედაქალაქსა და ქვეყნის მასშტაბით არსებული მოქალაქეთა თავშესაფრების ვარგისიანობა და პირობა დადო, რომ პასუხისმგებელ პირებს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს.
ზელენსკის თქმით, ოთხი თავშესაფრიდან სამი უვარგისია.
ამ განცხადების უკან, ექსპერთა ნაწილმა, ზელენსკისა და კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს შორის დაპირისპირების ახალი ტალღა დაინახეს და აქტიურად საუბრობენ კლიჩკოს შესაძლო გადადგომაზე.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა შმიგალმაც განაცხადა, რომ გარკვეული „საკადრო გადაწყვეტილებები“ მომზადდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს შედეგების საფუძველზე.
გვარები ჯერ არ დასახელებულა, მაგრამ მედიაში საუბარია პირველ რიგში დედაქალაქის მერ კლიჩკოს შესაძლო გადადგომაზე.
"ფაქტია, რომ კიევში, კუჩმას დროიდან, დაინერგა ორმაგი ძალაუფლების პრაქტიკა: კიეველები, თითქოსდა, ირჩევენ მერს, მაგრამ რეალური ძალაუფლება კიევის სახელმწიფოს მეთაურის ხელშია.
კლიჩკო აერთიანებს ორივე ამ “თანამდებობას”, მაგრამ ეს მხოლოდ სიტუაციური გადაწყვეტილებაა და, პრინციპში, არავინ უშლის ხელს ზელენსკის, გაათავისუფლოს კლიჩკო კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტიდან, არსებითად ჩამოართვას მას დედაქალაქში რეალური ძალაუფლება.
კლიჩკოს სავარაუდო მემკვიდრეების სახელებიც კი დასახელდა. მათ შორისაა ნიკოლაევის სამხედრო გუბერნატორი კიმი.
აღსანიშნავია, რომ კლიჩკო დარჩა თითქმის ერთადერთ სერიოზულ პოლიტიკურ მოთამაშედ, რომელიც არ მოექცა ცენტრალური ხელისუფლების გავლენის ქვეშ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კლიჩკოს ზურგს დასავლეთი - აშშ-ი და ევროკავშირი უმაგრებს", - წერს მედია.
0
0