G7-ის ლიდერებმა, სამიტის შემდეგ, მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც აღწერილი იყო მექანიზმის დეტალები, რომლის მიხედვითაც, უკრაინა 50 მილიარდ დოლარამდე დახმარებას მიიღებს რუსეთის გაყინული აქტივებიდან.
ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდას“ განკარგულებაში არსებულ დეკლარაციის ტექსტშია აღნიშნული.
G7-ის სახელმწიფოს მეთაურებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას 486 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა და ვალდებულია აუნაზღაუროს ისინი.
„უკრაინის ამჟამინდელი და მომავალი საჭიროებების მხარდასაჭერად, რუსეთის წინააღმდეგ გრძელვადიანი თავდაცვის პირობებში, G7 დაიწყებს უკრაინისთვის საგანგებო შემოსავლების დაჩქარების (ERA) სესხის მიცემას, რათა უკრაინას მიაწოდოს, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარი დამატებითი დაფინანსებით, 2018 წლის ბოლომდე“ - აღნიშნავენ ისინი.
„დიდმა შვიდეულმა“ დაადასტურა, რომ რუსეთის აქტივები გაიყინება მანამ, ვიდრე აგრესია არ შეწყდება და ყველა დანაკარგი უკრაინას არ აუნაზღაურდება.
G7-ის დაფინანსება მიმართული იქნება „უკრაინის სამხედრო, საბიუჯეტო და რეკონსტრუქციის საჭიროებებზე“ და ამ პროცესს კოორდინაციას გაუწევს უკრაინის დონორთაშორისი საკოორდინაციო პლატფორმა.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივმართავთ ჩვენს შესაბამის მინისტრებს და ოფიციალურ პირებს, რომ დროულად შეასრულონ ეს ვალდებულებები, რათა ERA-მ დაიწყო თანხების გაცემა წლის ბოლომდე“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
0
0