02/03/2023
18:54
მსოფლიო
ინდოეთში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტის ფარგლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ათი წუთი გაგრძელდა. ებტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს რუსეთში დაპატიმრებული ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის, პოლ უელანის გათავისუფლებისა და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ CNN-ს დაუდასტურა, რომ შეხვედრა შედგა.
ბოლოს ბლინკენი და ლავროვი ერთმანეთს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე შეხვდნენ.
„დასავლეთი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განუცხადა ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს.
0
0