
Financial Times-ს ტრამპის სპეციალური წარმომადგენელმა ბელარუსში, ჯონ კოულმა დაუდასტურა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს თეთრ სახლში შესახვედრად, ან მარ-ა-ლაგოში თავის სახლში მიწვევას.
კოულმა თქვა, რომ ორი ლიდერის შეხვედრა "თვეებია" რაც იგეგმება, თუმცა ჯერ ზუსტი გეგმა არ შედგენილა.
19 მარტს ლუკაშენკომ აშშ-სთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რომელიც გარკვეული სანქციების მოხსნას გულისხმობს, 250 პოლიტპატიმარი შეიწყალა, რაც ბელარუსის მიერ პოლიტპატიმრების ერთჯერადად გათავისუფლების ყველაზე მასშტაბური შემთხვევაა.
ლუკაშენკომ პატიმრები მას შემდეგ შეიწყალა, რაც ბელარუსის დედაქალაქ მინსკში კოულთან შეხვედრა გამართა.
კოულმა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას "მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მიღწევა" უწოდა და დაამატა, რომ სე შეთანხმება "პირდაპირი დიპლომატიისადმი" ტრამპის ერთგულების მაჩვენებელია.
რეპორტიორებთან საუბრისას კოულმა ასევე განაცხადა, რომ აშშ, თავის მხრივ, ორ ბელარუსულ სახელმწიფო ბანკსა და ფინანსთა სამინისტროს სანქციებს მოუხსნის, ხოლო სანქციების სიიდან პოტაშის მოწინავე ბელარუსელ მწარმოებლებსაც ამოიღებენ.
0
0