27/03/2023
18:13
პოლიტიკა
ფრანკლინის კლუბზე მორიგი განცხადება გაკეთდა სახელისუფლებო გუნდის მხრიდან. თეა წულუკიანმა კლუბს ექსტრემისტული მიზნებისთვის შექმნილი სამჭედლო უწოდა.
კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ ამ კლუბის გამოყენებას მომავალი წლის საარჩევნო პროცესებისთვის ცდილობენ.
"ვინც ეს კლუბი დააფუძნა და იდეოლოგიურ სამჭედლოდ აქცია პოლიტიკური მიზნებისთვის მაინც არიან კმარას ნოსტალგიაში. ამიტომ, ამ კლუბის საქმიანობას ჩვენ ვერ შევაფასებთ დადებითად იმიტომ, რომ არ იკვეთება, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროექტი, ეს არის პოლიტიკურ-იდეოლოგიური პროექტი და ახალგაზრდებს რთავენ ისეთ პროცესებში, რომელიც საბოლოო ჯამში ღმერთმა არ ქნას შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივიც არის. თუმცა მე არ დაგიმალავთ, როცა ვფიქრობ ამაზე, დიდი იმედით ვარ მაინც იმიტომ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები თავისუფლად აზროვნებენ, უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე შეიძლება ეს ჩვენ გვქონოდა მათ ასაკში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0