29/01/2022
15:33
პოლიტიკა
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და სხვა პირები ესწრებიან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნავსადგურის მშენებლობა „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.
სამინისტროს განცხადებით, ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მისი ღირებულება დაახლოებით, 120 მილიონ დოლარს შეადგენს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ რეგიონში ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა.
„პეის ჯგუფი“ წარმოადგენს რეგიონში უმსხვილეს სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც აერთიანებს ნავმისადგომების ოპერატორ კომპანიებს, საბროკერო, საზღვაო სააგენტოს, ლოგისტიკურ და საკონტეინერო კომპანიებს. მისი ყოველწლიური, საშუალო ტვირთბრუნვა სამ მილიონ ტონას აღემატება. „პეის ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
0
0