
ფოტოხელოვან ანა გოგუაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება,
„მეგობრებო, სასწრაფოა!
ჩვენს საყვარელ ანა გოგუაძეს გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
როგორც იცით, ანა, მისი ფოტოპროექტის ახალი სერიის გადასაღებად, ბელგიაში მოგზაურობდა. სწორედ ამ დროს, იგი ეტლიდან გადმოვარდა და მიიღო დაზიანებები. გადაყვანილია ბრუსელის წმინდა პიერის სახ. ჰოსპიტალში, სადაც დაუდგინდა ბარძაყის ძვლის რთული მოტეხილობა.
ანას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპერაცია გამოირიცხა. დანიშნულია რთული და ხანგრძლივი მკურნალობის კურსი, რისი ანაზღაურებაც ამ ეტაპზე ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს.
საავადმყოფოს მიერ მოწოდებული წინასწარი კალკულაციის მიხედვით, საწყისი 2-3 კვირისთვის საჭიროა დაახ. 33 000 ევრო. პარალელურად ვცდილობთ თანხების მოძიებას ყველა შესაძლო ინსტანციაში, თუმცა, ამ ეტაპზე, ყოველი თქვენგანის წვლილი მნიშვნელოვანია.
დაზღვევამ უკვე დააფინანსა თავის მოქმედების ვადაში არსებული ხარჯები, თუმცა, ეს არ არის საკმარისი.
თქვენი დახმარების და სისწრაფის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ინფორმაცია და ყველას მივაწვდინოთ ხმა.
თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშებზე
TBC:
#GE96TB7801245063600010
BOG
#GE51BG0000000537800678
მიმღები - გვანცა ბაკურაძე
დანიშნულება -> ანიასთვის“
0
0