10/12/2022
12:18
პოლიტიკა
"მე ეს ფოტოები ვნახე, მაგრამ ვერაფერს გეტყვით. ექსპერტის თვალით ვერ შევხედავ. მე არ მაქვს შესაძლებლობა, რომ განვსაზღვრო როგორ გამოიყურება ადამიანი. ამ საკითხებზე მსჯელობა სასამართლოს და სამედიცინო სფეროს კომპეტენციაა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
„ეს პროცესი სამართლებრივია, რომელიც ეფუძნება სამედიცინო ექსპერტიზას. სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. ექიმები არიან ჩართულები. ჩემი გადმოსახედიდან, მნიშვნელოვანია, არავინ მოახდინოს სასამართლოზე ზეწოლა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერიოს. მეორე არ მოხდეს მანიპულაცია და დეზინფორმაცია სხვადასხვა სახის ინფორმაციის გავრცელებით. სამართლებრივ სახელმწიფოს ვენდოთ, მივანდოთ ეს საქმე სასამართლოს და ექსპერტიზას. როგორც სხვა საკითხებში ჩვენი სასამართლო არის მწყობრად სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში, ამ საქმეშიც ეს მოლოდინი მაქვს", აღნიშნა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს, პაპუაშვილი განმარტავს, რომ ყველამ უარი უნდა თქვას სასამართლოს ზეწოლაზე.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი 14 დეკემბერს გაიმართება.
0
0