10/11/2024
21:26
მსოფლიო
ვალენსიაში ათასობით ადამიანმა რეგიონის ხელმძღვანელის, ხელმძღვანელის კარლოს მაზონის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გამართა, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ადგილობრივ ხელისუფლებას წყალდიდობის წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებასა და ქმედებებში ადანაშაულებდნენ და ასევე აცხადებენ, რომ წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება ძალიან გვიან გასცეს.
ესპანური მედიის ცნობით, აქციაში 130 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მომიტინგეები სკანდირებდნენ : "ჩვენ ტალახით ვართ დასვრილი, თქვენ - სისხლით".
აქციის დროს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. მედიაში ვრცელდება ფოტოები, რომელზედაც ასახულია ვალენსიის მერიის ტალახით მოსვრილი შენობა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, მომიტინგეებმა მერიის შენობას სხვადასხვა საგნები დაუშინეს.
ქალაქის მერმა, მარია ხოსე კატალამ, სოციალურ ქსელში დაზიანებული შენობის ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „ვანდალიზმი გამოსავალი არ არის“.
შეგახსენებთ, ვალენსიასა და მეზობელ პროვინციებში კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ოთხმოცზე მეტი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
0
0