
მომღერალი სოფო ნიჟარაძე მარიკუნა მიქატაძესთან ერთად გადაღებულ, ბავშვობის კიდევ ერთ ფოტოს აქვეყნებს.
აღნიშნული ფოტო გოგონებმა ბავშვობაში გადაიღეს…
შეგახსენებთ, რომ მარიკუნა სოფოს ბავშვობის მეგობარია.
აღსანიშნავია, რომ მარიკუნა მიქატაძეს, მომღერალი სოფო ნიჟარაძე რამდენიმე დღის წინაც იხსენებდა.
ცნობისთვის, 14 ივლისს, საბერძნეთში გარდაცვლილი, მარიკუნა მიქატაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მარიკუნას შვილი ირინა ქიქოძე სოციალურ ქსელში წერდა:
"დე, გემშვიდობები, თუმცა ამას ვერასოდეს ვერ შევძლებ“, - წერს ირინა ქიქოძე.
მარიკაუნას ხვალ, 23 ივლისს, ამაღლების (გაზდელიანის) ეკლესიიდან. 15:00 საათზე გამოასვენებენ და დაკძალავენ.
როგორც ცნობილია, მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში. გამოძიების თითქმის დადასტურებული ვერსიით, ის მოტოციკლზე დაჯდომას ცდილობდა, როცა მოაჯირიდან ჩავარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებით დაიღუპა. “ეს საბოლოო ვერსიაა და საბერძნეთის მხარემ, საქართველოს ელჩს პირადად დაუდასტურა”, წერდნენ მარიკუნას მეგობრები.
მსახიობ გია ფერაძეს ოთხი შვილი ჰყავდა. მარიკუნა მიქატაძე მას მესამე მეუღლისგან, ირინა მიქატაძისგან შეეძინა. მარიკუნა მცირეწლოვანი იყო, როდესაც დედის გარეშე დარჩა, რის მერეც ბაბუამ და ბებიამ - ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ მარიკა საყვარელიძემ შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
0
0