
მსახიობ გია ფერაძის გარდაცვლილ ქალიშვილს – მარიკუნა მიქატაძეს, მისი მეგობარი, მომღერალი სოფო ნიჟარაძე იხსენებს.
„ვარსკვლავი შენი სახეა, ჩემი ფიქრები შენს ფიქრებს ჰგავს,
ასე იყო და ასეა, ჩემი ლამაზი ოცნება ხარ,
მოვალ და გეტყვი, თუ როგორ მიყვარხარ“.ეს სტროფი იმ სიმღერიდანაა, რომელზეც ტექსტი მარიკუნამ 15 წლისამ დაწერა და მე შევასრულე.
ახლაც თვალწინ მიდგას მისი მართლა ვარსკვლავი სახე და ყურში ჩამესმის მისივე წამღერებული ეს სიმღერა“, – წერს სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სოფო ნიჟარაძემ დღეს ასევე დაწერა, რომ “მარიკუნა მისი ბავშვობა და მეგობარი იყო”:
„ჩემი ბავშვობა…
მეგობრობის უამრავი წელი.. მოგონებები.. დიდი სიყვარული.. ჩემი მარიკუნა…“ – წერს სოფო ნიჟარაძე და მარიკუნა მიქატაძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
14 ივლისს, 39 წლის ასაკში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიკუნა საბერძნეთში იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
0
0