06/06/2024
23:23
ტაბლოიდი
ქეთი თოფურია ორსულობის ბოლო თვეებს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ატარებს.
მომღერლის “ინსტაგრამზე” ბოლო დროს “სთორები” და ახალი ფოტოები, ძირითადად დუბაიში ყოფნის დროს არის გადაღებული.
რუსული მედია წერს, რომ მომღერალი ქმართან ლევ ძენგოვთან და შვილებთან, ოლივიასთან და ადამთან ერთად, მზის ჩასვლისას ნავით სეირნობს სპარსეთის ყურეში.
ასევე კადრებში ჩანს, დუბაიში გადაღებული ფოტოები, სადაც ქეთა შვილებთან ერთად ქუჩაში სეირნობს.
ქეთა თოფურია ორ შვილს ზრდის. ქალიშვილს, ოლივიას, რომელიც ლევ გეიხმანთან პირველი ქორწინებაში შეეძინა და ამჟამინდელი ქმრისგან, ვაჟს, ადამის, რომლის სახესაც წყვილი დღემდე მალავს.
"მალე ჯგუფ A'Studio-ს სოლისტი მესამედ გახდება დედა. მაგრამ ეს ხელს არ უშლის 5 საათი იფრინოს, რათა ცხელ ქვეყნებში დაისვენოს", - წერს რუსული მედია. სხვადასხვა ფოტოებსა და ვიდეოებში ქეთა მაისურითა და მოკლე შორტით პოზირებს. სტუმრობს მაღაზიებს და ათვალიერებს ბრენდირებული ჩანთების უახლეს მოდელებს.
დუბაიში მომღერლის გახშირებული ვიზიტები შემთხვევითი არ არის. ერთი წლის წინ მარტში წყვილმა ემირატებში ბინა შეიძინა.
ემირატებში წყვილის გახშირებულ ფრენაზე რუსული მედია აქამდეც წერდა. მას ხშირად თან ახლდა ქმარი, რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი ლევ ძენგოვი.
როგორც გაირკვა, წყვილმა ბინა ექსკლუზიურ ზღვისპირა კომპლექსში Bulgari Residences-ში შეიძინა, რომელიც მდებარეობს ჯუმეირას ყურეში, კერძო კუნძულზე.
უძრავი ქონების ფასები ამ მდიდრულ ლოკაციაზე 7 მილიონ დოლარსაც აჭარბებს. ქეთა თოფურიამ დაახლოებით 3 მილიონ ნახევარი დოლარი, 300 მილიონი რუბლი გადაიხადა. 150 კვ.მ. ლოფტის სტილის ბინიდან, სპარსეთის ყურისა და მეტროპოლიის პანორამული ხედები ჩანს.
0
0