19/07/2022
13:10
სამართალი
ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა საღამოს, ქუჩაში, ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე მოხდა.
„შვილებთან ერთად ვიყავი დასასვენებლად, სამი დღით. დამირეკეს, მითხრეს რაც მოხდა და ჩამოვედი. ეს განზრახ გაკეთებულია, დაგეგმილია. მინდა ეს ადამიანი, რომელიც ახლა გაქცეულია, დაიჭირონ. მინდა ბებიაც და ძმაც დაიჭირონ. მამაჩემი მასთან ერთად მიდიოდა სამგორის ბაზრობაზე, ყველაფერს ყიდულობდა, მაგიდას ასწორებდა, მოდიოდა სახლში.. მეც ვიცოდი. მერე მამაჩემს მისი ბებია ძალიან ემუქრებოდა, მეუბნებოდა, მამაშენს მოვკლავთო“, - ამბობს გარდაცვლილის შვილი „ტვ პირველთან“.
გარდაცვლილ შუახნის კაცს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით გულისა და ყელის არეში აქვს მიყენებული. ხოლო დაჭრილი ქალი კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 108-ე და 19/109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას.
0
0