19/12/2024
13:34
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის დიპლომატებში სულ უფრო იზრდება უკმაყოფილება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების გამო. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, დიპლომატებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიუ კოშტას სთხოვეს გადახედოს „ძალთა ბალანსს“.
საუბარია, კერძოდ, შეთანხმებაზე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის საერთო ბაზარს MERCOSUR-ს შორის, რომლის წინააღმდეგი საფრანგეთი იყო.
„ევროპული საბჭოს მართვა ქაოსურად ხდება, ის [ფონ დერ ლაიენი] შექმნილ ვაკუუმშია. ეს სარისკო ავანტიურაა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მგრძნობიარეა MERCOSUR-ი ფრანგებისთვის, ეს თითქმის საჯარო დამცირებაა“, - განუცხადა Politico-ს ერთ-ერთმა წყარომ.
ევროკავშირის სხვა ოფიციალური პირების განცხადებით, ფონ დერ ლაიენმა საკვანძო ევროპული ქვეყნები მის მხარდაჭერაში უნდა დაარწმუნოს, თუ მას მის თანამდებობაზე წარმატების მიღწევა სურს.
„ფონ დერ ლაიენი მისი მანდატის ინტერპრეტაციის საკითხში უფრო შორს წავიდა, ვიდრე ევროკომისიის სხვა თავმჯდომარე, და ეს MERCOSUR-ის გადაწყვეტილებაზე აისახა“, - დასძინა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
როგორც Politico აღნიშნავს, ფონ დერ ლაიენის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებისა და მთავრობების თავმჯდომარეების 2024 წლის ბოლო სამიტზე განიხილავენ.
MERCOSUR-ის ხელშეკრულების წინააღმდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამოდიოდა, თუმცა ამის მიუხედავად ფონ დერ ლაიენმა 6 დეკემბერს მას მაინც მოაწერა ხელი.
0
0