08/05/2023
01:12
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ოჯახში ძალადობის შესახებ გამოქვეყნებული 2023 წლის სტატისტიკის თანახმად, რომელიც უწყების მიერ გაცემული შემაკავებელი ორდერების მიხედვით დაანგარიშდა, ამ წლის იანვრიდან, 31 მარტის მონაცემებით, გაცემულია 2 300 შემაკავებელი ორდერი, რომელიც 4 271 პირზე გამოიცა. ინფორმაცია edu.aris.ge-მ გამოაქვეყნა.
სტატისტიკის მიხედვით, ოჯახური ძალადობის შედეგად, ტერმინით “მსხვერპლი” იდენტიფიცირდა 1 763 ქალი. ტერმინით “მოძალადე” კი იდენტიფიცირდა 313 კაცი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკიდან ირკვევა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სიის სათავეში 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან და სამინისტრომ მათზე ძალადობის 992 რეგისტრირებული შემთხვევა გამოავლინა.
არასრულწლოვანი მსხვერპლი ქალების შემთხვევაში, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა 13 წლამდე ასაკის 38 გოგონა და 14-დან 17 წლამდე ასაკის 48 მოზარდი გოგო.
რაც შეეხება, მამაკაცებს, 2023 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 375 კაცი, მათგანი 24 იყო 13 წლამდე მოზარდი, ხოლო 12 მოზარდი 14-დან 17 წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის სახეების სტატისტიკური ანალიზი ასეთია: ფიზიკური – 551 ; ფსიქოლოგიური – 2141; ეკონომიკური – 25; სექსუალური – 10; იძულება – 16; უგულებელყოფა – 14.
როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, 2023 წლის პირველ კვარტალში, (იანვარი-მარტი) ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში 1 128, ყველაზე ნაკლები კი რაჭა-ლეჩხუმში.
0
0