
ფიზიკური ანგარიშსწორება ქუთაისის ერთ-ერთ მაღაზიაში - გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი პირები დაცვის თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
მაღაზიის თანამშრომლების ინფორმაციით, სამი უცნობი პირი დაწესებულებაში გვიან ღამით შევიდა.
მათ ჯერ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ღამის საათებში მოვიდა სამი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი და სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა მოხდა ჩვენს დაცვის თანამშრომელზე. თავის და გვერდის მიდამოებში შეიმჩნევა კვალი, ძირს იყო დაცემული და ზეწოლა ხდებოდა სამი ადამიანისგან",- ამბობს მედიასთან მაღაზიის თანამშრომელი.
დაშავებული დაცვის თანამშრომელი პირველად დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.
"შემოვიდა 3 პირისგან შემდგარი ჯგუფი თუ ბანდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კერძო დაცვას. სამმა კაცმა ეს ადამიანი დააგორეს და უმოწყალოდ სცემეს. დაზიანებები აქვს თავის არეში, სასტიკად არის ნაცემი. ამას შეესწრო არაერთი ადამიანი",- ამბობს ის “მთავარ არხთან”.
0
0