
ამერიკელ ბლოგერებთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს „ფიურერ ურსულა“ უწოდა, რომელიც ევროპის რემილიტარიზაციისთვის მობილიზებას ახორციელებს.
თემაზე - აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ სურს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის პირობებში, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - საუბრისას ლავროვმა აღნიშნა, რომ „ნატოში უკრაინის გაწევრიანება კონსტიტუციისა და 1991 წლის უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ დეკლარაციის დარღვევაა, რომლის საფუძველზეც, უკრაინა ჩვენ მიერ სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდა. სიტუაცია შეიცვალა, როდესაც უკრაინის რეჟიმმა კონსტიტუციაში, ეროვნული უმცირესობების გარანტიების შენარჩუნებით, „ნატოში გაწევრიანების“ შესახებ პუნქტი შეიტანა. მათ თქვეს, რომ ნატო და ევროკავშირი უკრაინის მომავალია. როცა პირველად დაიწყეს ამაზე საუბარი, ევროკავშირი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ეკონომიკური გაერთიანების თავდაპირველ სახეს, მაგრამ ახლა სრულიად დაკარგა ეს მახასიათებელი.
ფიურერი ურსულა ევროპის ხელახალი მილიტარიზაციისთვის ყველას მობილიზებას უწევს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ერთგვარი ხრიკია მოსახლეობის ყურადღების გადასატანად იმ ათეულობით და ასეულობით მილიარდი ევროსგან, რომელიც სათანადო აუდიტის გარეშე იხარჯებოდა COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის დროს. ეს ყველაფერი ამჟამად განიხილება“, - აღნიშნა ლავროვმა.
0
0