
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეყშაა აქვს თუ არა გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის უფლება, მისივე შეფასებით გერმანიის ელჩის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დაზიანებაა.
"ფიშერი ელჩი არ არის, მას უბრალოდ აქვს პოზიცია, რომ იკავებდეს ელჩის თანამდებობას, იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაინგრეს" - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრის დროს:
"სხვათა შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი აკეთებდა, წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომ ურთიერთობები დანგრეული ყოფილიყო და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს დამოკიდებულებას ქართული საზოგადოებისადმი, ქართველი ხალხის პატივისცემის.. პატივისცემას სიტყვასაც კი ვერ ვიხმართ. ფაქტია, რომ სამწუხაროდ ახლა არსებობს ისეთი წარმომადგენლობა, ისეთი საელჩო, რომელიც არაფრით არ [დაგიდგამთ?] საქართველოს როგორც ქვეყანას და შესაბამისად, ამ წარმომადგენელს და ამ პირს, საერთოდ რამდენად აქვს უფლება, რომ მივიდეს 9 აპრილის მემორიალთან და რამდენად არის ის გულწრფელი - ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. რა თქმა უნდა შეუძლებელია, რომ ვინმემ ჩათვალოს ეს ადამიანი გულწრფელად, როდესაც იგი 9 აპრილის მემორიალთან მიდის და მათ შორის მემორიალთან მისვლის დროს მხარს უჭერს რადიკალებს და ახალისებს ექსტრემიზმს, რაც კატეგორიულად მიუღებელია და სრულად სცილდება ელჩის ფუნქცია-მოვალეობებს. ამიტომაც ვამბობთ, რომ იგი არის ე.წ. ელჩი, რომელიც ახლა იკავებს თანამდებობას და ჩვენთან ყოფნის შემდეგ დაასრულებს საერთოდ კარიერასაც, ამიტომ ყველაფერზე წამსვლელია სამწუხაროდ", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
0
0