
ფინეთის ხელისუფლებამ, შესაძლო ბიუროკრატიული სირთულეების გამო, შეერთებულ შტატებში კვერცხის იმპორტზე უარი განაცხადა.
როგორც Reuters-ი იუწყება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შექმნილი დეფიციტის გამო, დანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს თხოვნით მიმართა, რომ ამერიკულ ბაზარზე კვერცხი გაიტანონ.
,,შეერთებულმა შტატებმა ფინეთის ხელისუფლებას კვერცხის ექსპორტის შესახებ თხოვნით მიმართა. მე ვერ ვხედავ ახლა ამ პროდუქტების მიწოდების შესაძლებლობას, რადგან ფინეთს შეერთებულ შტატებთან ჯერ არ გაუმართავს მოლაპარაკებები ბაზარზე წვდომის შესახებ. ამ ხანგრძლივ პროცესს შესაძლოა ხანგრძლივი ინსპექტირებაც დასჭირდეს. ექსპორტის გაშვება არც ისე მარტივი საქმეა, რადგან დადგენილი წესები არ არსებობს.
ფინეთს არ აქვს აშშ-ში კვერცხის ექსპორტირების ნებართვა და მის მოპოვებას ბევრი ბიუროკრატიული პროცესი და კვლევა დასჭირდება, რადგან ქვეყანას ასეთი პროდუქციის ექსპორტი არასდროს განუხორციელებია. ფრინველის გრიპის გამო იქ მილიონობით ფრინველი გაანადგურეს. საერთო ჯამში, ფინეთში 4 მილიონი კვერცხისმდებელი ქათამი გვყავს. ის რაოდენობა, რომლის ექსპორტირებაც შეგვეძლო, კვერცხების დეფიციტის პრობლემას ვერ გადაჭრის,’’ - განაცხადა ფინეთის მეფრინველეობის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლერა ლეხტილიამ.
0
0