01/03/2023
17:42
სამხედრო
ფინეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილებას 200-დან 184-მა დეპუტატმა მისცა ხმა. ამის შესახებ fontanka.ru იუწყება.
ახლა კანონს ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ ხელი უნდა მოაწეროს. გარდა ამისა, ნატოში ფინეთის გაწევრიანებას ალიანსის 30-ვე ქვეყანამ მხარი უნდა დაუჭიროს. ჯერჯერობით ეს თურქეთსა და უნგრეთს არ გაუკეთებიათ.
უნგრეთში ამ საკითხის განხილვა პარლამენტში 6-9 მარტს უნდა შედგეს. რაც შეეხება თურქეთს, ის ჰელსინკის და სტოკჰოლმს გარკვეულ პირობებს უყენებს, რომლებიც იმ პირთა გადაცემას ითვალისწინებს, ვისაც თურქეთში ტერორიზმში ადანაშაულებს. რაც შეეხება თურქეთსა და შვედეთს შორის ურთიერთობებს, ის განსაკუთრებით გამწვავდა სტოკჰოლმში აქციაზე ყურანის დემონსტრაციული დაწვის შემდეგ. ანალიტიკოსებმა ეს ფაქტი შეაფასეს, როგორც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია.
0
0