03/12/2023
10:25
მსოფლიო
მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა აფეთქების შედეგად ფილიპინებში საუნივერსიტეტო გიმნაზიაში, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
მედიის ცნობით, აფეთქება მარავიში, სამხრეთ კუნძულ მინდანაოზე კათოლიკურ წირვაზე მოხდა.
პოლიციის რეგიონულმა დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა ალან ნობლეზამ ჟუნალისტებს განუცხადა, რომ ეს შესაძლო შურისძიება იყო პრო-ისლამური მებრძოლების მიერ.
ლანაო დელ სურის პროვინციის გუბერნატორმა, მამინტალ ადიონგ უმცროსმა, მომხდარი დაგმო და მას „ძალადობრივი დაბომბვის ინციდენტი“ უწოდა.
მინდანაო პროვინცია ფილიპინების სამხრეთით, მალაიზიასა და ინდონეზიის საზღვრებთან მდებარეობს და რამდენიმე ისლამისტური მეამბოხე ჯგუფის სახლია. კუნძული სიდიდით მეორეა ქვეყანაში და დიდი ხანი იყო ფილიპინების მთავრობის წინააღმდეგ აჯანყების კერა.
0
0